ბაია პატარაია - ოთხი დაღესტნელი გოგო სამშვიდობოსაა უკვე, მესამე, უფრო უსაფრთხო ქვეყანაში არიან

ოთხი დაღესტნელი გოგო სამშვიდობოსაა უკვე, მესამე, უფრო უსაფრთხო ქვეყანაში არიან, - ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც Front News-ს პატარაიამ განუცხადა, გოგონების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათთან დაკავშირებული ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია. 

დაღესტნელ გოგონებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას გაექცნენ, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლის უფლება  30 ოქტომბერს მისცეს.

ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, ისინი ნათესავებს დაეხოცათ და რომ სახლში დაბრუნებას თავის მოკვლა  ერჩივნათ.

მათივე თქმით, ნათესავები, მშობლები, უფროსი ძმები რეგულარულად სცემდნენ, ერთ-ერთი გოგონა კი უნდოდათ  ბიძაშვილზე გაეთხოვებინათ, რამაც დააჩქარა გაქცევის გეგმები.

საქართველოში ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, რადგან მათი ნათესავები საქართველოშიც ცხოვრობენ, ამიტომ მათი მესამე ქვეყანაში გადაყვანა გადაწყდა.

უახლესი ამბები