სოსო გოგაშვილის შვილის ნინი გოგაშვილის ინფორმაციით, მამამისის ბიძაშვილი დააკავეს.
"ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი!
არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?!
რუსული ოცნება კლავს!
ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!" - წერს ნინი გოგაშვილი.