იუკნევიჩიენე - საქართველოში ერთი ნამდვილი ოლიგარქია და ამიტომ მოხვდა რეზოლუციაში

საქართველოში არის ერთი ოლიგარქი, ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს და ზუსტად ამიტომ მოხვდა ის ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"ევროპარლამენტმა ერთხელ უკვე გამოხატა საკუთარი მოსაზრება ივლისში, როდესაც რეზოლუცია მივიღეთ. ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს ნათელია. ჩვენთვის გასაგებია, რომ საქართველო უკრაინისგან განსხვავებულ მდგომარეობაშია, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი საუბრობს, რომ მათ სურს უკრაინის მსგავსი კანონის მიღება, მათ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოში მთლიანად სხვა სიტუაციაა, რადგან ყველა ხედავს, რომ საქართველოში არის ერთი ოლიგარქი, ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს და ზუსტად ამიტომ მოხვდა ის ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამ შემთხვევაში ჩვენს შენიშვნებშიც იგივე არგუმენტებს ვეყრდნობით, რაც ივლისში რეზოლუციის დროს გვქონდა.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს ჩავწეროთ წლიურ ანგარიშშიც. მოხვდება თუ არა დოკუმენტში, ამას ვნახავთ, თუმცა რეალობა არ იცვლება. დეოლიგარქიზაცია ასევე ნახსენებია ევროკომისიის მოთხოვნებში. ეს ყველა სხვა პრობლემაზე - პოლარიზაციაზე, პოლიტიკური მართლმსაჯულებასა და მედიის კრიტიკულ სიტუაციაზე მნიშვნელოვანია. ასევე, ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთთანაც. ეს მიანიშნებს იმაზეც, თქვენ სად ხართ. ბრუტალური ომი მიმდინარეობს და ყველა შოკშია, ვინც საქართველოს აკვირდება, რადგან ქვეყანა არ არის იმ მხარეს, რომელიც ცდილობს ზეწოლა მოახდინოს კრემლის რეჟიმზე", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები