ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ.

"თაგესშპიგელის“ ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფარული მუქარის მიზეზით, ვადიმ კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს, რადგან მას საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, კრასიკოვი ეიზენჰუტენშტადტში "დეპორტირებულთა სპეციალური დაკავების ცენტრში“ გადაიყვანეს.

ზაფხულში რუსეთმა აშშ-ის ორი მოქალაქის ბრიტნი გრინერისა და პოლ უილანის სანაცვლოდ კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი წამოაყენა. მაშინ ბერლინის სასამართლომ ეს შუამდგომლობა განიხილა და უარყო.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს ბერლინში დააკავეს, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე რუსული პასპორტი ჰქონდა. 

ჟურნალისტურმა გამოძიებებმა დაადგინეს, რომ დაკავებული 56 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან.

უახლესი ამბები