კელი დეგნანი - ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა

ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება და იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"აშშ არ არის ევროპარლამენტის წევრი და ამ რეზოლუციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და გაატარონ ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს სამუშაო მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს ინკლუზიურ ვითარებაში. 

საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საკუთარი შემუშავებული კანონმდებლობების წარდგენისა ვენეციის კომისიისთვის და სხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის, რათა მათგან მიიღონ რჩევები და პასუხები, შეესაბამება თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. იმ დროს, როდესაც შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს.
აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ უსაფრთხო დემოკრატიაში და ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები