ბაჩო დოლიძე - ჩემი წუხილია, რომ ეს ყველაფერი ხდება ასე საჯაროდ, გუნდის შიგნით არ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა

არ მინდა ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ აქ ვინმე თანამდებობებს ებღაუჭება, მაშინ როდესაც ოპოზიციაში, ზოგადად, თანამდებობები არ არსებობს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ისედაც იგეგმებოდა, თუმცა  ამ ადამიანებისგან,  ვინც ეს დღეს ბრიფინგზე მოითხოვა, პარტიაში ამ საკითხზე საუბარი არ მოუსმენია. 

"ჩვენ ისედაც ვგეგმავდით არჩევნების ჩატარებას, აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე, არ მინდა ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ აქ ვინმე თანამდებობებს ებღაუჭება, მაშინ  როდესაც ოპოზიციაში ზოგადად, თანამდებობები არ არსებობს, არსებობს პასუხისმგებლობა კონკრეტულ საქმეზე. ჩემი წუხილია, რომ ეს ყველაფერი ხდება ასე საჯაროდ, გუნდის შიგნით არ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. იცით, პარტია ძალიან დიდია, განსხვავებული პოზიციის მქონე ჯგუფები არსებობენ, მაგრამ მე რაც დღეს ბრიფინგზე მოვისმინე, ამასთან დაკავშირებით ამ პარტიაში არაფერი მომისმენია“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხში საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობა მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაცაა. 

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ ჩვენ ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა საერთოდ კავშირში არაა პარტიასთან, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვებრძვით ოლიგარქიულ რეჟიმს და ნურავის ჰგონია მარტივი ამ რეჟიმის პირობებში  პოლიტიკური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დახსნა“, - განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები