სოფელ ზედა საზანში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა სოფელი ზედა საზანო, სადაც მიმდინარე წელს  100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას. ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან.

პროექტის, ფარგლებში  საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოეწყო.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,  საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას. აგრეთვე, "სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელ ზედა საზანოსა და სკანდეში გარე განათებები დამონტაჟდა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მუჯირეთში ხიდ-ბოგირები და ჩიხორში მგზავრთა მოსაცდელი მოეწყო,ასევე შიდა საუბნო გზებზე მოხდა ინერტული მასალის შეტანა.

ამჟამად, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ა/ბეტონის საფარი, გვერდულები და სანიაღვრე არხები. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები