გია ვოლსკი - ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით იჩემებენ კიდეც, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან.

"არც ერთი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, არ ემიჯნება არანაირ ქმედებას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, რის გამოც მათი ლიდერები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. სასამართლოში უფრო ნაკლები ფაქტია განხილული, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი. ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით იჩემებენ კიდეც, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები. გვახსოვს მათი განცხადებები არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი წევრებისაგან, არამედ ზურაბ ჯაფარიძისგანაც, რომ მათ მოსანანიებელიც არაფერი აქვთ, ეს აერთიანებს ყველას. არის გარკვეული შეუთავსებლობა ერთმანეთთან, ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და რასაკვირველია, ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელი, როგორც თავად კეზერაშვილი აცხადებს, კონკრეტულ პიროვნებებს უჭერს მხარს.

რასაკვირველია, ეს დაპირისპირება გაგრძელდება, თუ თანამედროვე სტანდარტების დონეზე ჩატარდება ყრილობა და ახალი არჩევნები გაიმართება. იმედია, ნათელი იქნება სურათიც, ვინ დაიჭერს ლიდერის პოზიციას და ვის ერგება რეალურად ის ფინანსური რესურსი, რომელსაც კეზერაშვილი გამოყოფს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, რასაც ჰქვია დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესის განვითარება და ამას არავინ ემიჯნება. აქ გაერთიანებულია მათი აზრი, ხედვა და პათოსი. ერთადერთი, რაც რჩება, პიროვნული შეუთავსებლობა და დაპირისპირებაა ფინანსური რესურსების საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები