გიორგი სიორიძე - მოვუწოდებ პარლამენტს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია პარლამენტმა კენჭი უყაროს ცესკო-ს თამჯდომარეს და ორ წევრს, რომლებსაც ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ, ახალი კანდიდატურები  კი პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა.

"პრეზიდენტმა შერჩეული კანდიდატები წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, რომელსაც არჩევისთვის ჰქონდა 14-დღიანი ვადა, თუმცა პარლამენტს კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაუყენებია, რაც წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას. 

ეს არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპს, ასევე არღვევს ასარჩევი კანდიდატების კონსტიტუციურ უფლებასაც, რომლებიც უკვე თვეებია, უშედეგოდ ელოდებიან კენჭისყრას, ისევე როგორც ელოდება საქართველოს საზოგადოება.  

ამიტომ  მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ გარკვეულწილად ამ კანონგარეშე ვითარებიდან და მიმდინარე პროცესი პოზიტიურად წარიმართოს, რაც ასევე შესაბამისად უნდა შეფასდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ", - განაცხადა  სიორიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები