ანა წითლიძე - ვისურვებდი, ნამდვილი ფალავნები გამოჩენილიყვნენ ასპარეზზე

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კომიკური არ გახდეს, მე სხვანაირად წარმომიდგენია  "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიას აქვს იმის რესურსი,  რომ თავმჯდომარის პოსტის მოსაპოვებლად  ნამდვილი "ფალავნები“ გამოვიდნენ. 

"წარმატებებს ვუსურვებ გიორგი ჩალაძეს და გიორგი მუმლაძეს, ძალიან კარგია, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები დააყენეს.  მე ვისურვებ, რომ კიდევ ძალიან ბევრმა დააყენოს თავისი კანდიდატურა. ვისურვებდი, ნამდვილი ფალავნები გამოჩენილიყვნენ ასპარეზზე. ნამდვილი ფალავნები "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს, პარტიაში არიან ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანები, ყოფილი მინისტრები, ყოფილი გუბერნატორები, გენერლები.. ვისურვებდი, რომ ასპარეზზე გამოჩენილიყვნენ სწორედ ეს ფალავნები. 

ვიცნობ ჩალაძესაც,  გიორგი მუმლაძესაც და პატივს ვცემ მათ, მაგრამ მათი კანდიდატობა  შეიძლება იმას შევადარო, მე რომ  დიდი ბრიტანეთის დედოფლობა მოვინდომო. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კომიკური არ უნდა გახდეს, მე სხვანაირად წარმომიდგენია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები“, - განაცხადა წითლიძემ

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები