პეტრე ცისკარიშვილი - სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ყველა იმ წესს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესს

სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ყველა იმ წესს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესს, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა  მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, პარტიის ოფისში დღეს გამართული შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდებოდა. 

"სამუშაო პროცესია, პირველ რიგში იმისთვის,  რომ  შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს წესებს, პროცედურებს და გაივლის საორგანიზაციო საკითხებს არჩევნებთან დაკავშირებულს. ეს არის დელეგატების სიები, ეს არის თვითონ ყრილობის საორგანიზაციო საკითხები, როდის ჩატარდება, სად ჩატარდება.  

დღის ბოლომდე, მაქსიმუმ ხვალისთვის ეს ჯგუფი იარსებებს, რომელიც წყნარად, მშვიდად შეიმუშავებს ყველა იმ წესს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები