გიორგი ბარამიძე - 22 ნოემბრამდე უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესი ჩამოყალიბებული

22 ნოემბრამდე უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ჩატარების  წესი ჩამოყალიბებული, რის შედეგაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, - ამის  შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შესაძლოა,  პარტიის არჩევნების პროცესში მონაწილეობა ემიგრანტებმაც მიიღონ. 

"უნდა შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ის რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი იყოს სამართლიანი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა და არა სხვა პარტიების დაინტერესებულმა პირებმა. 

არის სურვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმა, რომელთა შორის ბევრია პარტიის მხარდამჭერი. 

ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგად, 22 ნოემბრამდე უნდა იყოს ეს წესი ჩამოყალიბებული, იმის შემდეგ ამას დაამტკიცებს პოლიტიკური საბჭო, რის შედეგაც დაიწყება კანდიდატების საარჩევნო კამპანია“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები