ხერსონში რუსების მიერ განადგურებული ენერგეტიკული სისტემის აღდგენას ერთი თვე დასჭირდება

რუსეთმა ხერსონის მთელი ენერგეტიკული სისტემა გაანადგურა, მის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, - ასე აფასებენ ენერგეტიკოსები ქალაქის ოკუპაციის შედეგებს.

როგორც DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სახარუკმა განაცხადა, ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია საერთოდ არ არის. 

"მაგალითად, ხერსონში რაშისტებმა გაანადგურეს მთელი ენერგეტიკული სისტემა. იქ არა მხოლოდ გრაფიკი არ არის, საერთოდ არ არის ელექტროენერგია", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ხერსონის რაიონში შეეცდებიან ელექტროენერგიის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას, ამისთვის კი DTEK უზრუნველყოფს სპეციალისტებს, აღჭურვილობას და მასალებს.

"ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ხალხი, აღჭურვილობა, მასალები, რათა დავეხმაროთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას ხერსონში და ხერსონის რეგიონის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა სახარუკმა.

უახლესი ამბები