ზელენსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი

ბოლო დღეებში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

"დღეს საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალებმა დაამყარეს კონტროლი ხერსონის რეგიონში 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე, პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსმა დამპყრობლებმა ხერსონიდან გაქცევამდე გაანადგურეს ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა - კომუნიკაციები, წყალი, სითბო, ელექტროენერგია.

"რაშისტებს ყველგან ერთი და იგივე მიზანი აქვთ - ხალხის მაქსიმალური დაცინვა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ, თუმცა ამას დრო სჭირდება. უკვე ყველასთვის გასაგებია - შედეგი ჩვენი იქნება, უკრაინელი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ყველგან განაღმვის კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა.

"თითქმის 2000 ასაფეთქებელი ნივთი უკვე ამოღებულია - ნაღმები, მავთულები, აუფეთქებელი საბრძოლო მასალა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ხერსონელმა იცოდეს, რომ ფრთხილად იყვნენ და არ შეეცადონ დამოუკიდებლად შეამოწმონ ოკუპანტების მიერ დატოვებული შენობები და ობიექტები.

"გთხოვთ, ძვირფასო ხერსონელებო, ფრთხილად იყავით და აცნობეთ პოლიციას ან მაშველებს ყველა საეჭვო ობიექტის შესახებ, რასაც ხედავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება გათავისუფლებული ტერიტორიის სხვა დასახლებების მცხოვრებლებსაც.

"გთხოვთ, იზრუნოთ უსაფრთხოებაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები