არახამია - რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს.

"ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება.

მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ისევ აყენებს მოლაპარაკებების საკითხს, რადგან დრო სჭირდება.

"ისინი გადაჯგუფდებიან, პრობლემებია იარაღთან დაკავშირებით, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. უბრალოდ დრო სჭირდებათ პოზიციების გასაძლიერებლად. ამ დროს არ მივცემთ", - განაცხადა არახამიამ.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ გამოაცხადა პირობები, რომლითაც შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკება - "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა დანაკარგის კომპენსაცია, ყველა ომის დამნაშავეების დასჯა, ეფექტური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები