ლა სკალამ "ბორის გოდუნოვის" გაუქმებაზე უარი განაცხადა

იტალიური თეატრი ლა სკალა არ დაეთანხმა უკრაინის კონსულის ანდრეი კარტიშის თხოვნას "ბორის გოდუნოვის" პრემიერის გაუქმებაზე, - წერს გამოცემა Corierre della Sera.

კარტიშმა მიმართა ლა სკალას მენეჯერს, მილანის მერს და ლომბარდიის გუბერნატორს წინადადებით, გადახედონ თეატრალურ პროგრამას და არ გაიხსნას სეზონი 7 დეკემბერს "ბორის გოდუნოვით", ასევე უარი თქვან სხვა რუსულ სპექტაკლებზე, რათა არ მოხდეს "პროპაგანდის ნებისმიერი ელემენტისთვის" ხელის შეწყობა.

თეატრის მუსიკალური დირექტორის რიკარდო ჩაილის თქმით, ინტერპრეტაცია, რომლის პრემიერაზე წარდგენა იგეგმება, საერთოდ არ ემორჩილება რუსულ პროპაგანდას.

იანვარსა და თებერვალში თეატრი ჩაიკოვსკის და პროკოფიევის ნაწარმოებების შესრულებას გეგმავს. "ხელოვნებამ არ უნდა გადაიხადოს ქაოსისთვის, რომელიც 24 თებერვლიდან ხდება“, - აღნიშნა ჩაილიმ.

მისი თქმით, აპრილში ლა სკალაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 380 000 ევრო შეგროვდა. მუსიკოსებმა როსინის Stabat mater შეასრულეს.

"მუსორგსკი დაიბადა უკრაინულ კულტურასთან ახლოს მდებარე რაიონში (ბელორუსის საზღვართან, სოფელ კარევოში). ვფიქრობ, ლა სკალა განიხილავს წარმოდგენას, როგორც კულტურათა გამაერთიანებელი ღირებულების ჩვენების გზას", - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსმა და ხელოვნების ისტორიკოსმა ვიტორიო ზგარბიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები