საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ბანგკოკში,  ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან ტაილანდის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან  ჩალემჩაი ბუპნიალეპუნთან შეხვედრაზე  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში.  აღინიშნა ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის 30-წლიან დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობა.                      

"ტაილანდის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე გაიმართა. საუბარი შეეხო  ასევე  მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ რთულ პროცესებს. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ მშვიდობის აღსადგენად უფრო მეტია გასაკეთებელი.

გამოითქვა სურვილი და მზაობა, რომ საქართველოსა და ტაილანდს შორის გამყარდეს ეკონომიკური კავშირები,  ვაჭრობის და ინვესტიციების მიმართულებით. შეთანხმდნენ  უახლოეს პერიოდში ქართულ-ტაილანდური ბიზნეს ფორუმის გამართვის თაობაზე.      

საპარლამენტო ჯგუფმა შეხვედრა გამართა ასევე ტაილანდის პარლამენტის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარესთან და  წევრებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდის ვიზიტორების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ასევე, დიდია დაინტერესება საქართველოს მოქალაქეებს შორისაც, მოინახულონ ტაილანდი.    

საქართველოსა და ტაილანდის მხარეებმა სამუშაო ფორმატში ისაუბრეს რეგულარული  ავიახაზების ხელშეწყობაზე, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის გაძლიერებაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე ტურიზმის მიმართულებით.                 

გამოითქვა სურვილი  ორივე ქვეყნის უძველესი დედაქალაქების, მცხეთისა და აიუთიას დამეგობრების თაობაზე. ასევე აღინიშნა, რომ ორივე ქალაქის  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს იუნესკო.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ ასევე  მიწის კომიტეტის ხელმძღვანელ პირებს. ქართულმა მხარემ ტაილანდელი კოლეგებს "მიწის რეფორმასთან" დაკავშირებით  გამოცდილება გაუზიარა და  შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა  დაიგეგმა.
მხარეებმა ისაუბრეს  ტაილანდში  საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საჭიროებაზე.

შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში საქართველოს ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო წარმომადგენლობა ეწვევა.

შეხვედრებს  საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა.

საპარლამენტო დელეგაციაში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, სოზარ სუბარი, გელა სამხარაული და ირმა ზავრადაშვილი შედიოდნენ", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები