გია ვოლსკი - როგორც კი თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა კეზერაშვილმა, ამის შემდეგ აირია ოპოზიციაში მდგომარეობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ახლა ყველაფერზე წავა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მიერ წახალისებულმა ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ, მაგრამ როგორც კი დავით კეზერაშვილმა თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა, ოპოზიციაში ვითარება აირია.

"დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დაპირისპირების შინაარსმა მკაფიო კონტურები მიიღო. ჩვენს ოპონენტებს, როცა დეოლოგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრობენ, გადაწყვეტილი აქვთ, კანონში ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს და ამას მხარს უბამს ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი. ამით წახალისებულმა ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ, მაგრამ როგორც კი თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა კეზერაშვილმა, ამის შემდეგ აირია ოპოზიციაში მდგომარეობა. ეს თემა იმდენად აშკარა გახდა, ახლა ყველაფერზე წავლენ, რომ ეს კანონპროექტი არ იყოს მიღებული. რაიმე წინადადება თუ აქვთ, საშუალება ჰქონდათ, საკითხი სამუშაო ჯგუფებში დაეყენებინათ და საკუთარი პოზიცია წარედგინათ. უკრაინული მოდელი მოწონებულია ყველას მიერ, ყველგან მიღებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უახლესი ამბები