პაატა მანჯგალაძე - საბავშვო ბაღის დონის პოლიტიკა აქვთ "ქართულ ოცნებაში"

საბავშვო ბაღის დონის პოლიტიკა აქვთ "ქართულ ოცნებაში", სადაც  მთავარი სასაუბრო აქვთ, რომ ოპოზიცია არ დადის სამუშაო ჯგუფებში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რეკომენდაციების შესრულების ერთადერთი ხელისშემშლელი ოპოზიციის მიერ სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე უარი თქმაა.  

მანჯგალაძის თქმით, რეალური პრობლემა ისაა, რომ მმართველმა ძალამ ევროკავშირის რეკომენდაციებს შინაარსი გამოაცალა. 

"საბავშვო ბაღის დონის პოლიტიკა აქვთ "ქართულ ოცნებაში", სადაც  მთავარი სასაუბრო აქვთ, რომ ოპოზიცია არ დადის სამუშაო ჯგუფებში. ის ცვლილებები, რომლებიც ბუტაფორიულად ამოიღეს რეკომენდაციებიდან სათაურები დატოვეს და შინაარსი არ აქვთ შესაბამისი, არის ნათელი დემონსტრირება იმის, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და ცდილობს იპოვოს შესაბამისი ჯგუფი, თუ ვის გადააბრალოს, ან დასავლელი პარტნიორები, ან ოპოზიცია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები