გივი მოდებაძე - სოფელ ითხვისში მცხოვრებ 55 დაზარალებულ ოჯახს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო

სამთავრობო უწყებათაშორისო კომისიამ დაასრულა სამუშაო პროცესი და სოფელ ითხვისში, მიწის მასის მოწყვეტის შედეგად დაზარალებულ  55 ოჯახს კომპენსაციის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარზე მეტი გამოეყო, - ამის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტს მერმა გივი მოდებაძემ განაცხადა.

სამთავრობო უწყებათაშორისო კომისიის დასკვნით, სოფელ ითხვისში, მიწის მასის მოწყვეტა მეწყერულმა პროცესების განვითარებამ გამოიწვია. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ოთხი თვის მანძილზე იმუშავა და დაზარალებულად ცნო 55 ოჯახი, რომელთაც ცენტრალური ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით 2 000 000 ლარზე მეტი გამოეყო. 

"სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, 106 ოჯახიდან 55-ს გამოეყო 2 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და მათი ნაწილისთვის აღნიშნული თანხა მისაღებია, ნაწილი კი მის მიღებაზე უარს აცხადებს.  როგორც ირკვევა, მოსახლეობას აქვს შენიშვნები ექსპერტების მიერ დადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ დამოუკიდებელ ექსპერტიზას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის მერმა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერის განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ითხვისიდან საშიშ ზონაში მყოფი 20 ოჯახი მეწყერის განვითარებისთანავე, აპრილის თვეში გაასახლა და დღემდე უხდის ბინის ქირას. ასევე დაემატა 10 ოჯაზე მეტი და მიმდინარეობს ბინების მოძიების პროცესი, რათა მათი უსაფრთხოდ ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში ქირის საფასურს ადგილობრივი ხელისუფლება გადაიხდის, ხოლო დანარჩენი ოჯახები ამ ეტაპზე სოფელში არ ცხოვრობენ და შესაბამისად ბინის ქირაობაზეც უარი განაცხადეს. 

დღესვე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ითხვისის მოსახლეობას  შეხვდა, დამატებით კიდევ გააცნო დასკვნა და იმ კომპენსაციის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო თითოეულ დაზარალებულ ოჯახს.  

თავის მხრივ სოფელ ითხვისში მცხოვრებმა დაზარალებულებმა მერს გეოლოგენთან, ექსპერტებთან და შპს "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებაში სთხოვეს დახმარება. აღნიშნული შეხვედრის გამართვაში მუნიციპალიტეტის მერი მათ დახმარებას დაჰპირდა.

სამთავრობო უწყებათაშორისო კომისიამ ოთხი თვის მანძილზე იმუშავა. კომისიის წევრები იყვნენ: გეოფიზიკოსები, გეოლოგები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები