ანა ფოტიგა - ვფიქრობ, ვარჰეის მიზანი იყო წაეხალისებინა მთავრობა, რომ აქტიურად ემუშავა ვალდებულებების შესრულებაზე

ვფიქრობ, ვარჰეის მიზანი იყო წაეხალისებინა მთავრობა, რომ აქტიურად ემუშავა  ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკომისარის ვიზიტის მიზანი არ იყო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მუშაობის შეფასება. 

"ევროკომისარი ვარჰეის ვიზიტი არ იყო დაკავშირებული  ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს ვალდებულებების შესრულების შეფასებასთან, ეს უნდა გაკეთდეს მომავალი წლის შემოდგომაზე. ვფიქრობ, მისი მიზანი იყო წაეხალისებინა მთავრობა, რომ ემუშავა აქტიურად ამ ვალდებულებების შესრულებაზე. ასევე, რა თქმა უნდა,  წაეხალისებინა ორივე მხარე, როგორც მთავრობა, ასევე  ოპოზიცია, რომ მოიძებნოს მათ შორის ერთიანი პლატფორმა. 

რა თქმა უნდა,  ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი აქვს მთავრობას. მისი ვალდებულებაა შექმნას პირობები ინკლუზიური რეალობისთვის“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. 

ევროპარლამენტარის განცხადებით, მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველოს საკითხის განხილვისას ის მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

"საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას, მიუხედავად ჩემი წუხილისა, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირში და შემიძლია შევუერთდე ვარჰეის წინადადებას, რომ ეს არის უნიკალური მომენტი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ანა ფოტიგამ "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები