ზურაბ ბატიაშვილი - პოლონეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც უპასუხოდ დატოვებს მსგავს გამოხტომას

პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტის  ჩამოვარდნის ფაქტს კონფლიქტის ესკალაციისა და  ინტერნაციონალიზაციის მცდელობად მიიჩნევს. 

ბატიაშვილის  თქმით, პოლონეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც  რუსეთის ამ ქმედებას უპასუხოდ დატოვებს. 

"ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დღეა ამ ომში. რეალურად,  რუსეთი მიდის კონფლიქტის ესკალაციასა  და ინტერნაციონალიზაციაზე. ამ კონფლიქტში მან ჩართო და შეტევა მიიტანა ნატოს წევრ ქვეყანაზე - პოლონეთზე, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა უკრაინას. ამით მან ერთგვარად პასუხი გასცა პოლონეთს ამ დახმარებისათვის.  

პოლონეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც უპასუხოდ დატოვებს მსგავს გამოხტომას. თუ როგორი იქნება პასუხი, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც  ამ დროისთვის იმართება. პოლონეთი, ალბათ, მიმართავს ნატო-საც და მისი მხრიდანაც იქნება რეაგირება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 65 კმ-ში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები