პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს.
პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!", - წერს ზურაბიშვილი.