ელჩი - ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ევროკავშირის ყველა ქვეყანა დარწმუნებულია, რომ რუსეთი პირდაპირ პასუხისმგებელია პოლონეთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია, - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში ანჯეი სადოსმა განაცხადა.

"ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ რუსეთი არის უშუალო პასუხისმგებელი გუშინდელ ტრაგედიაზე, პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე. ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელი ტრაგედია პოლონეთში უკრაინასა და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის პირდაპირი შედეგია. ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა იყო და არის ნომერ პირველი თემა ევროკავშირში, მათ შორის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე.

"ყველა წევრმა ქვეყანამ გამოხატა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა პოლონეთის მთავრობასა და პოლონეთის ხელისუფლებისადმი არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა სადოსმა.

გუშინ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, რაკეტები სავარაუდოდ, რუსული იყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები