სუნაკი - ნებისმიერი შემთხვევაში, პოლონეთში მომხდარ სარაკეტო ინციდენტში დამნაშავე რუსეთია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციაში ვლადიმერ პუტინის "სასტიკ და დაუნდობელ" ომს ადანაშაულებს. 

ამასთან, მან ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა, დაელოდონ "პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის გარემოებების სრული გამოძიების შედეგებს“.

"ყველა ჩვენგანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა. სანამ ასე გაგრძელდება, ის საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და სანამ ეს გაგრძელდება, გაგრძელდება გლობალური ეკონომიკის განადგურება“, - განაცხადა სუნაკმა.

ბალიში G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე სუნაკმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის მიმართულებით რაკეტების გაშვებისთვის სწორედ მაშინ, როდესაც G20 ომის გადაწყვეტის საკითხის მოსაძებნად იკრიბებოდა.

ნატოს ელჩები საგანგებო შეხვედრას მართავენ, რათა განიხილონ მარცვლეულის საშრობის აფეთქება აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ათობით რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები