ირაკლი ღარიბაშვილს და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო  საუბარი გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. 

"აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების  აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები