იციკ მოშე მისი ლიკვიდაციის მცდელობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საქმიანობას უკავშირებს

"ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მისი ლიკვიდაციის მცდელობას თავისი ორგანიზაციის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ​ საქმიანობას უკავშირებს.

"პირველი ინფორმაცია მე გავიგე გუშინ საღამოს, შუადღისას უკვე დაიწერა ქართულ პრესაში, რომ ლაპარაკი არის ისრაელის მოქალაქეზე, ასევე დაიწერა ისრაელის პრესაში, მაგრამ ველოდებოდი საღამოს, რომ სახელი დაიწერებოდა, რადგან შეიძლება, სხვაზეც ყოფილიყო საუბარი. ისრაელის პრესა მარწმუნებდა, რომ ალბათ, თქვენზე არის საუბარიო. პირველი ზარი მივიღეთ ისრაელის პრეზიდენტისგან, რომ ის მხარს გვიჭერს და თქვა, გავუფრთხილდეთ თავს. ამის შემდეგ იყო ზარები მეგობრობის ჯგუფებიდან საქართველოდან და ისრაელის ქნესეთიდან. უამრავი მხარდაჭერა იყო, ვინაიდან, ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ საქართველოში, ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ეს არის დაკავშირება მეგობარ ქვეყნებთან, ეს არის პირველი ჩვენი ისრაელის სახლის შინაარსი და მეორე არის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. წინა კვირას ჩავატარეთ იერუსალიმში გლობალური ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, სადაც მონაწილეობდა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოდანაც იყო დელეგაცია. წარვადგინეთ მეთოდი, როგორ შეიძლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა იციკ მოშემ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის – "ყუდსის“ ძალებმა საქართველოში ისრაელელ ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობა სცადეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები