აშშ პოლონეთში მომხდარ სარაკეტო ინციდენტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში მომხდარ სარაკეტო ინციდენტზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

"ჩვენ სრული ნდობა გვაქვს პოლონეთის მთავრობის მიერ უკრაინასთან საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიებას და მადლობელი ვართ იმ პროფესიონალური და ორიენტირებული წესისთვის, რომლითაც ისინი ატარებენ გამოძიებას. ჩვენ არ გავუსწრებთ მათ მუშაობას წინ და ვიქნებით მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რამდენადაც ინფორმაციას ჯერ კიდევ ვაგროვებთ", - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ არაფერი უნახავთ ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ნებისმიერი ახალი ინფორმაციის შეფასებას და მჭიდრო კონტაქტს უკრაინელებთან.

"მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, ცხადია, რომ რუსეთი არის საბოლოო პასუხისმგებელი ამ ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც უკრაინაში რაკეტების ნაკადის გაშვებას ითვალისწინებს, სპეციალურად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინას ჰქონდა და აქვს საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება", - აცხადებენ აშშ-ის მთავრობაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები