ირაკლი კობახიძე აშშ-ის დაფინანსებაზე - NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე NGO-ებმა იდარდონ, ჩვენ ვერ ვიდარდებთ

დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მოდის. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის არ აქვს ფასი. ფასი შესაძლოა, ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან ამერიკის მხრიდან ურთიერთობის შესაძლო გადახედვასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. 

მისივე თქმით, NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე NGO-ებმა იდარდონ.

"მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ NGO-ების გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს და არა მე. მე ახლა, პრაქტიკულად იმავეს ვიმეორებ. NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე NGO-ებმა იდარდონ. ამაზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები