რომან გოცირიძე - რეალურად "ოცნების“ წევრები თავად ამბობენ, რომ გარიყულები არიან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ

რეალურად "ოცნების“ წევრები თავად ამბობენ, რომ  გარიყულები არიან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, -  ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, სენატში საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები საგანგაშოა ქვეყნისთვის. 

"თურმე,  ამ ხელისუფლების დამხობა უნდა სენატს...  "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერც ხვდებიან, რომ ამ განცხადებებით, რომ ოპოზიციის ლობისტები  არიან ევროპარლამენტსა და სენატში, ამბობენ იმას რომ,  ოპოზიციას მეტი ნდობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველამ კარგად დაინახა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ  მათი ნამდვილი სახე და  მომხრე არავინ შერჩათ?

"ოცნებას" ერთადერთი  მომხრე ჰყავს უნგრეთის პრეზიდენტი, რომელმაც ვეტო დაადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და  უკრაინის დახმარების პაკეტს. რეალურად "ოცნების" წევრები თავად ამბობენ, რომ არიან გარიყულები  საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს საგანგაშო არის ქვეყნისთვის, თორემ ამათთვის გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა, არაფერი მნიშვნელოვანი არ არის“, -  განაცხადა გოცირიძემ. 

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში  მნიშვნელოვანი მოსმენის დროს საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა, რაზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების რეაქცია იყო, რომ ისინი ოპოზიციის ლობისტები არიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები