სისხლისფერი მინდორი - 20 ნოემბერს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

20 ნოემბერს ყატარში საფეხბურთო დღესასწაული იწყება, რომელსაც სისხლის დიდი ლაქა აქვს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტურნირი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები ოთხი წელია, ელიან, საერთოდ არაა საზეიმო, უფრო მეტიც, ის ტრაგედია და თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი შეცდომაა. 

ფიფას გადაწყვეტილებამ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზემოთხსენებულ ქვეყანაში ჩატარებულიყო, ძალიან ბევრი პრობლემა წარმოქმნა.

ყატარმა მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, ზაფხულში იქ ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ ივნისი-ივლისის ნაცვლად, ნოემბერსა და დეკემბერში ტარდება.

ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian გასულ წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო მიგრანტი მუშების გარდაცვალების სტატისტიკა მას შემდეგ, რაც ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. გამოცემა წერდა, რომ ამ პერიოდში გარდაიცვალა 6 500 მიგრანტი მუშა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ინდოეთი, ბანგლადეში, ნეპალი, შრი-ლანკა, პაკისტანი. ეს რიცხვი ეფუძნება ამ ქვეყნების საელჩოების მიერ მიწოდებულ მონაცემებს.

ზემოთხსენებულთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, რადგან სტატისტიკაში დაფიქსირებული სიკვდილიანობა არაა კავშირში მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისთან. ამასთანავე, განაცხადეს ისიც, რომ ზოგიერთი მიგრანტი დიდი ხანი უკვე ყატარში მუშაობდა და მათი გარდაცვალების მიზეზი შეიძლება სულაც ასაკი ყოფილიყო. მთავრობის თქმით, სტატისტიკის მიხედვით წელიწადში 1500 გარდაცვლილი ადამიანი 2 მილიონი მიგრანტიდან საშუალო სიკვდილიანობის მაჩვენებლის ტოლია და ამას მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან კავშირი არ აქვს.

ამასთან, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ 6 500 არ არის გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა, რადგან ეს მხოლოდ ინდოეთის, შრი-ლანკას, ნეპალის, ბანგლადეშის და პაკისტანის საელჩოების მონაცემებია, სხვა ქვეყნებიდან ჩასული გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა კი უცნობია.

რა უძღოდა წინ ფიფას გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად ყატარში ჩატარებულიყო?! 

ფიფაში ფიქრობდნენ, რომ 2018 წელს ჩემპიონატის რუსეთში, ხოლო 2022 წელს ამერიკაში ჩატარება მსოფლიო მშვიდობის ჟესტი იქნებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა და 2010 წელს გადაწყდა, რომ ყატარი ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას უმასპინძლებდა. რამდენიმე დღის წინ ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა აღიარა საკუთარი დანაშაული, ასევე დაამატა ისიც, რომ უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა თავისი ხმა აშშ-ის ნაცვლად ყატარს მისცა. ამ ყოველივეს წინ უძღოდა პლატინის შეხვედრა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან. მალევე ცნობილი გახდა, რომ ყატარმა საფრანგეთისგან ათეული მილიარდი დოლარის სანაცვლოდ გამანადგურებლები შეიძინა. ასევე ძალიან მალე საფრანგეთის მთავარი კლუბი „პარის სენ ჟერმენი“, რომელიც კრიზისში იყო და ევროსარბიელზე მისი არსებობა ფეხბურთის გულშემატკივრებს დავიწყებულიც კი ჰქონდათ, შეიძინა დოჰაში დაბადებულმა ხალიფამ ნასერ ალ-ხელაიფმა.

ბლატერის განცხადებით, ყატარის მუნდიალის მთავარი დამნაშავე მიშელ პლატინი გამოდის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ფიფას ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ძალიან ბევრ რამეში მიუძღვის. ფეხბურთის გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება კორუფციულ სქემებში გათხვრილი ბლატერი და მისთვის სახეში შეყრილი ფულის კუპიურები.

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი თემა LGBT თემის უფლებების დარღვევაა, ტურნირის ელჩმა ხალიდ სალმანმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი მენტალური დაზიანება და სულით ავადმყოფობაა. ამას კი დიდი აჟიოტაჟი მოყვა საფეხბურთო სამყაროში. განსაკუთრებით აღსანიშნავი მიუნხენის „ბაიერნის“ ქომაგების საქციელია, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს და დაგმეს სალმანის განცხადება.

ფიფა და უეფა, რომლებიც მუდამ თანასწორობაზე, პატივისცემაზე და რასიზმის აღმოფხვრაზე საუბრობენ, აკეთებენ სრულიად საპირისპიროს. გულშემატკივარს რჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთი ყველასთვის აღარაა, ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესი გახდა და მისი მმართველი ორგანიზაციები არც ფეხბურთელებზე ფიქრობენ, არც გულშემატკივრებზე და არც მომსახურე პერსონალზე, მათი გონება მიმართულია სწორედ იმაზე, რასაც შეეწირა ბლატერი-პლატინის დუეტი. 

დანიის ნაკრების პროტესტი

დანიის ეროვნულმა ნაკრებმა და სპორტულმა კომპანიამ Hummel-მა გამოუშვეს ისეთი სათამაშო ფორმები, რომელზეც გუნდის და სპორტული კომპანიის ლოგოები არ ჩანს. სკანდინავიელები ამ ფორმით აპროტესტებენ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას.

ფეხბურთის გულშემატკივრები მაინც მოუთმენლად ელოდებიან ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას, თუმცა ფიფამ თავისი საქციელით მსოფლიო ჩემპიონატს ხიბლი დაუკარგა. 

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე იმოქმედებს აკრძალვები:

მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, ყატარში კი მოქმედებს ალკოჰოლზე აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში, აგრეთვე ქვეყანაში შეტანა.

ქალბატონებს სტადიონზე ეკრძალებათ ფეხის ფეხზე გადადება. 

ჰომოსექსუალები მატჩებს ვერ დაესწრებიან.

სტადიონზე აკრძალულია ყვირილი, უხამსი სიტყვები, მუსიკა ხმამაღალ ხმაზე, ადამიანებისთვის გაუფრთხილებლად სურათების გადაღება. 

აკრძალულია მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების უპატივცემულობა.

იკრძალება სტადიონზე პაემნები. 

ყატარი არასწორი არჩევანია, ზამთარი მუნდიალისთვის შეუფერებელი სეზონი, ფეხბურთის მოყვარულებს წაართვეს ზაფხული, რომელიც დიდი დღესასწაული უნდა ყოფილიყო, თუმცა წინ ძალიან საინტერესო, ცივი და ინტრიგით სავსე ჩემპიონატია. იმედია, ის ინციდენტების გარეშე ჩაივლის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მშვიდად შეძლებს თამაშების ყურებას.

ფეხბურთი ყველასთვის! თანასწორობა მთავარი ღირებულებაა!

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები