საქართველოს ნაკრები მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

მაროკოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მასპინძლება ამხანაგურ შეხვედრაში უპირატესობა მალევე მოიპოვეს და მე-5 წუთზე იუსუფ ენ-ნესირის გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და ძალიან რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა კარის წინ დარჩენილმა დავით ვოლკოვმა ბურთს ფეხი ააცილა და ანგარიშის გათაბრების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

მატჩის 29-ე წუთზე გურამ კაშიამ შეცდომა დაუშვა და ჰაკიმ ზიეჩმა მოედნის ცენტრიდან გიორგი მამარდაშვილს ულამაზესი გოლი გაუტანა.

საქართველო მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა, რადგან გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდნენ წამყვანი შემტევი ფეხბურთელები. ამას დაემატა გიორგი წიტაიშვილის ტრავმა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ლევან შენგელია გამოვიდა.

მეორე ტაიმში შედარებით თანაბარი თამაში წარიმართა, თუმცა 72-ე წუთზე საჯარიმოში სოლომონ კვერკველიას ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან საქართველოს ნაკრების კარი სოფიანე ბუფალმა აიღო.

ამ მარცხით საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორული სერია შეწყდა და ზედიზედ 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ,  გუნდი დიდი სხვაობით დამარცხდა. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნორვეგიის წინააღმდეგ, თბილისში ჩაატარებს.