ანა ფოტიგა - დასავლეთთან ერთად ყოფნა არის კარგი პერსპექტივა საქართველოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიჯაჭვული იქნება რუსეთის გავლენას

იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობების ფანჯარას და ამ დრამის მიუხედავად, შექმნის პირობას, რომ გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, -   ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედებისათვის დრო ჯერ კიდევ არის. 

"ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობისა და შანსების დრო, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში და ყველას მათ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობების ფანჯარას და ამ დრამის მიუხედავად,  გაერთიანდება, გაივლის ამ ცვლილებებს და შექმნის იმ პირობას,  რომ გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ერთი წელი ამის შეფასებისთვის“, - განაცხადა ფოტოგამ.

მისი თქმით, შეშფოთებულია საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების დიდი ნაკადის შემოსვლით.

"ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, როდესაც მთელ რეგიონში არის უსაფრთხოების პრობლემა, არის გეოპოლიტიკური არასტაბილურობის დრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების დრო.  რუსეთი ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან დასუსტდება ამ ომის შედეგად. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა ყველას, რომ უკრაინელები ასე თავგანწირულად იბრძვიან  და წინააღმდეგობას უწევენ. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს დრო უნდა გამოიყენოს, იმედია მთელ საზოგადოებას ესმის ეს. 

მე რა თქმა, უნდა აღშფოთებული ვარ თვითონ ცვლილებებით საზოგადოებაში, ვგულისხმობ ძალიან დიდ შემოდინებას  ე. წ. ლტოლვილების, სინამდვილეში ესენი არიან მიგრანტები რუსეთის ფედერაციიდან,  მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის მოულოდნელი ფაქტორი საქართველოს პოლიტიკური პროცესებისთვის და ეს იშვიათი შანსი საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს. დასავლეთთან ერთად ყოფნა ჩემი აზრით, არის კარგი პერსპექტივა საქართველოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში,  საქართველო მიჯაჭვული იქნება რუსეთის გავლენას“, - განაცხადა ფოტიგამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები