ქართველმა მეცნიერმა პრესტიჟული და ყველაზე მაღალ ბიუჯეტური პერსონალური სამეცნიერო გრანტი მიიღო

ქართველ მეცნიერს ზურაბ გუგუჩიას შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მისი თაობის მეცნიერებისათვის პრესტიჟული და ყველაზე მაღალ ბიუჯეტური პერსონალური სამეცნიერო გრანტი მიანიჭა.

"მეგობრებო, მინდა გახაროთ რომ შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მომანიჭა ჩემი თაობის მეცნიერებისათვის პრესტიჟული და ყველაზე მაღალ ბიუჯეტური პერსონალური სამეცნიერო გრანტი (Horizon Europe - SNSF Starting Grants) 1.8 მილიონი ფრანკის ოდენობით. 

ჩემთვის ძალიან ემოციურია, რომ შვეიცარიის მასშტაბით 2022 წელს, მაღალი კონკურენციის პირობებში,  ექსპერიმენტული კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში სულ ორი მეცნიერი დაჯილდოვდა და ერთ-ერთი მე ვარ. ჯერ კიდევ არ მჯერა. ეს გრანტი აქამდე მიღებული შედეგების აღიარებას ნიშნავს და განკუთვნილია ჩემი სამეცნიერო ჯგუფის გასაფართოვებლად და მომავალი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.

კონკურსი იყო სამსაფეხურიანი და განიხილებოდა შვეიცარიის ყველა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ შერჩეული მეცნიერები (ყველა დარგის წარმომადგენელი). 

კანდიდატების შეფასება ხდებოდა სამეცნიერო ფონდის შიდა კომისიის, ევროპული კომისიის და საერთაშორისო ექსპერტების მიერ", - წერს გუგუჩია სოციალურ ქსელში.

ზურაბ გუგუჩია უცხოეთში მოღვაწე და უნიკალურ  ექსპერიმენტებში მონაწილე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსია. ის 1987 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაიბადა.

მაღალტემპერატურული ზეგამტარობის ფიზიკა, რომელშიც ზურაბ გუგუჩია მუშაობს მეცნიერული ფრონტის წინა ხაზად ითვლება.

მის სახელს ასევე უკავშირდება პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ე.წ. ტოპოლოგიური (უფრო კონკრეტულად ვეილის) ზეგამტარული და მაგნიტური ნივთიერებების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდით.  

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის ძირითადი ნაწილი დაბეჭდილია ამერიკის ფიზიკური საზოგადოების (APS), ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის და ბრიტანული Nature-ს ჯგუფის მსოფლიოს წამყვან   მაღალრეიტინგულ ფიზიკურ ჟურნალებში. არაერთი  ნაშრომი   დასახელდა ჟურნალების საუკეთესო სტატიად და წლის საუკეთესო ნაშრომად. 

2015  წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით მაღალტემპერატურული ზეგამტარობის ფიზიკის  განვითარებაში შეტანილი  წვლილისათვის. 2016 წელს მინიჭებული  აქვს  წინანდლის პრემია ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა  დარგში.

2018 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებების  მიმართულებით მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დაასახელა.

მიღებული აქვს  შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესტიჟული ჯილდოები  (2016 წ და 2018 წ). ის არის პრესტიჟულ ჯილდოზე  (Blavatnik Postdoctoral Awards) კოლუმბიის  უნივერსიტეტის ახალგაზრდა  მეცნიერთა შიდა კონკურსის გამარჯვებული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის  მიმართულებით (2017 წ). ასევე, პრინსტონის უნივერსიტეტში პრესტიჟული კონკურსის (Dicke Fellowship) ფინალისტი.

ზურაბ გუგუჩიას მიუხედავად ასაკისა, უკვე აღიარებენ, როგორც ლიდერს მის დარგში მომუშავე ცნობილი ფიზიკოსები. 