უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 83 460 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.11-მდე: ტანკები - 2 879 (+1), ჯავშანტექნიკა - 5 808 (+4), საარტილერიო სისტემები - 1 865 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 393 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209 (+0), თვითმფრინავი - 278 (+0), ვერტმფრენები - 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1536 (+5), ფრთოსანი რაკეტები - 480 (+6). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4366 (+4), სპეციალური ტექნიკა - 161 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე მეტი ზარალი ლიმანის და ავდეევკის მიმართულებით განიცადა.