არმაზ ახვლედიანი - იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე

პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ, სიძულვილის ენის და დეპოლარიზების შესახებ ისაუბრა.

"ეს სიმწვავე თუ დუღილის ტემპერატურა, რაც ახლა არის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ალბათ არ იქნებოდა,  თუ კი ჩვენ მოვახერხებდით და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევძლებდით თვისობრივად გადაგვეტვირთა ქართული პოლიტიკური პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჯერ კიდევ სტატუსს ვებღაუჭებით.  გამოსავალი არ გამოჩნდება მანამ, სანამ მხარეები ვერ ვახერხებთ შეთანხმებას უმთავრეს საკითხებზე. მინიმუმ იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე. იქნებ მოვახერხოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ საქართველოს არ მტრობს, მაგრამ შესაძლოა თავისებურად ესმოდეს თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ დეპოლარიზების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას,  აუცილებელია ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები