კელი დეგნანი - ჩემთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ

ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, რასაც ვხედავთ რა ხდება რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით. არ მგონია, რომ საქართველო ამაზე მუშაობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.

"ჩემთვის დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულება არის სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რადგან ბევრმა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა დაიწყო ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და მუშაობდა ქვეყნის განვითარებისთვის და ნამდვილად კარგ სამუშაოს ასრულებდა. ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ისმის ასეთი კრიტიკა ამ ორგანიზაციების მიმართ.

თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ თხილის, მოცვის, რძის პროდუქტის მწარმოებელ ნებისმიერ ფერმერს, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი პირუტყვის რაოდენობა ან შეძლეს თავიანთი რძის ან ყველის უფრო მეტ ბაზარზე გაყიდვა, იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-სგან; ან სტუდენტებს, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში ჩვენი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ან მრავალ სხვა ადამიანს, რომელიც მიემგზავრება აშშ-ში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით. ეს არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ჰკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის სამხედროებთან, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არ ხდება. ეს ხდება ძირითადად ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, ზოგიერთ ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას, რომლებიც აგვარებენ საკითხებს საწყის დონეზე, ადგილობრივ დონეზე, ეროვნულ დონეზე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკეთესი გარემოსთვის. 

ქართველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენი დახმარება 30 წლის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. სწორედ ეს გვადარდებს – ქართველი ხალხი. ჩვენ ვუსმენთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ და სჭირდებათ და ამგვარად განვსაზღვრავთ, სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ხშირად, რამდენადაც შეგვიძლია, ხშირად, მაგრამ ასევე ვმუშაობთ სხვებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნის კუთხეებამდეც ვაღწევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი ოცნებების რეალიზებაში და მხარი დავუჭიროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ეს არის ის, რის კეთებასაც ჩვენ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები