"ევროპის უნივერსიტეტის" პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

"ევროპის უნივერსიტეტის" პროექტი - "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის "საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ" გამარჯვებულია.

პროექტის ფარგლებში მომზადდება სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, შესთავაზებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თეორიულ მიმოხილვას და ბოლოდროინდელ სფეროში ჩატარებული კვლევის მიგნებებს.

პროექტის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით. ბეჭდური ვერსია გავრცელდება საქართველოს 50 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორები არიან "ევროპის უნივერსიტეტის" ფსიქოლოგიის საბაკლავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილი და მოწვეული ლექტორი თამარ მაღლაკელიძე.

ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია "ევროპის უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი გიორგი გერგაული.

მსგავსი სიახლეები