ზურაბ ჯაფარიძე - ბიძინა რომ იყოს და მომცეს ფული, რისიც მჯერა, თუ იმას ვაკეთებ, პრობლემა არ მაქვს საერთოდ არავისთან

ბიძინა რომ იყოს  და მომცეს ფული,  რისიც მჯერა, თუ იმას ვაკეთებ, პრობლემა არ მაქვს საერთოდ არავისთან,  - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრობლემა კეზერაშვილისგან დაფინანსების მიღება კი არ არის, არამედ ის რომ ვინმეს მარიონეტად წარმოაჩინონ. 

"ჩვენ უკან დგას კეზერაშვილი? - სისულელე და ზღაპარია ეს და რატომ ატრიალებენ ამას სხვები და იმეორებენ იმას, რასაც "ოცნება" აკეთებს, გაუგებარია. კეზერაშვილი კი არ არის პრობლემა, დახატვა სურათის, რომ კეზერაშვილი დგას უკან და რაღაც ძაფებს ქაჩავს და მისი დადგმულია ეს თამაში, ეს არის სისულელე... ელენემ თქვა, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა უკრაინის ამბებთან მიმართებით...  კომუნიკაცია მქონია, იშვიათად, მაგრამ მქონია, არც თუ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა ზოგადად ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.  

მისი თქმით, ამ ჭორების გავრცელებით "ოცნება" ცდილობს მათი ერთობის დემონიზება მოახდინოს. 

"ოცნებიდან" ეს რატომ მოდის გასაგებია, რომ დემონიზაცია მოხდეს ამ ერთობის, რომ არავის გაკარება არ მოუნდეს ჩვენთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადმოსახედი არის ასეთი, მე რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ ყოველთვის, ამაში თუ ვინმე დამეხმარება, ვინც გინდა ის იყოს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. "გირჩი“ რომ დავიწყე, მაშინაც ვთქვი, რომ ბიძინა რომ იყოს  და მომცეს ფული, რისიც მჯერა, იმას თუ ვაკეთებ, პრობლემა არ მაქვს საერთოდ არავისთან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები