აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი მცენარეების ნერგები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნერგები გადასცა. 

ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ 43 აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს 1 970 ცალი ნიგოზის "ჩანდლერის“ ჯიშის, 350 ქლიავის და 148 ტყემლის ნერგი გადაეცა. 

ასევე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სპეციფიკური ინვენტარი მიიღო მეფუტკრეობის დარგში 16-მა წარმატებულმა ბენეფიციარმა, ხოლო სამ გამარჯვებულ მონაწილეს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და გაძლიერების მიზნით საჭირო ინვენტარი გადაეცა.

დღესვე, რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის ბენეფიციარებს, ნერგების ეფექტური და პროდუქტიული აგრარული გამოყენების და მოვლის შესახებ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონსულტაცია-ტრენინგი ჩაუტარდათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები