ნიკა მელია - რუსი ოლიგარქის დეპუტატების ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან

რუსი ოლიგარქის დეპუტატების ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან რუსულ იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთი წელი გავიდა, რაც ოლიგარქიულ რეჟიმს ნუგზარ ფუტკარაძე შეეწირა. 

"ერთი წელი გავიდა რუსული რეჟიმის მიერ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობიდან. ნუგზარ ფუტკარაძემ იბრძოლა და შეეწირა იდეას - საქართველოს გამარჯვების იდეას, ამ ერთად დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებით დავასრულებთ პროცესს. ამას გვავალდებულებს ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნა. 

გუშინ აშშ-ის ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების განცხადებები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს, მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ განცხადებები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან რუსულ იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

რა შეეხება ევროპაში ვიზიტს, მელიას თქმით, დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროპული მომავლისათვის. 

"ბრიუსელში  შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის   ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგენლებთან.  

ჩვენი ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ დასავლეთისკენ ჩვენ სწრაფვას და გვეხმარებიან, რომ ჩვენი  ქვეყანა  გახდეს  ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი და ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები