რუსეთის ბელგოროდის ოლქში ორი დღეა, აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთში ბელგოროდის რეგიონში უკვე მეორე დღეა, აფეთქებების ხმა ისმის.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებებია რამდენიმე რაიონში.

"ისმის აფეთქებები. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს... გრაივორონის ოლქის მაცხოვრებლები აცხადებენ აფეთქებების შესახებ, ხმა ისმის ბელგოროდის რაიონშიც", - წერენ სოციალურ ქსელში.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს თავშესაფარში ჩასვლას სთხოვენ.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკვე განაცხადა ნიჟნი ოლშანეცის სავარაუდო დაბომბვის და დაშავებულების შესახებ.

"სოფელ ნიჟნი ოლშანეცის დაბომბვის შედეგად არის ერთი დაშავებული ქვედა კიდურებზე ჭრილობებით. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია. დაზიანებულია 6 კერძო სახლში. რაიონის ხელმძღვანელი და ოპერატიული სამსახურები აგრძელებენ ტერიტორიის შემოვლას“, - წერს გლადკოვი.

მსგავსი სიახლეები