სალომე ზურაბიშვილი - შეიძლება, დროის რაღაც მომენტში რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ის უფრო იოლია

მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ბიბისის“ გადაცემა "ჰარდთოქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, "რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“.

"ეს იყო რუსეთის იმპერიის დიდი ხნის ოცნება, შემდეგ საბჭოთა კავშირის, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო 1921 წელს. 1992-93 წლებში ხალხმა არ იცოდა, მაგრამ რუსეთი სრულად იყო ჩართული სეპარატისტების ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ. ის იყო აქტიურად და სამხედრო გზით ჩართული. 2008 წელი კი გახლდათ უკანასკნელი მაგალითი ამ მცდელობისა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ასე გვიწევს ცხოვრება უკვე დიდი ხანია. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა იმპერიის შემოჭრის პირობებში და ყველა მათგანს წინააღდმეგობას უწევდა. შეიძლება, ეს სასწაულია ან საქართველოს მედეგობა. 

რუსეთში იციან ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი მსგავსი ოკუპაციის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ ომს, ბევრი გაგებით. მან ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა და შეიძლება, დროის რაღაც მომენტში, შიდა მიზეზებით, რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ის უფრო იოლია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს სიტყვებსა და ევროპულ ორიენტაციაზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერავინ და ვერასდროს შეძლებს რუსეთის შეჩერებას ამ ცდუნებისგან, თუ რუსეთი იფიქრებს, რომ დროის იმ მომენტში, ეს მის საუკეთესო ინტერესებშია. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ მათ საქმეს არ გავუადვილებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები