სტოლტენბერგი - უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია

უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

"გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა გავაძლიეროთ. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა 2 სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან უკრაინელების სიმამაცე სათანადოდ ვერ შეაფასა და ასევე სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოს ერთიანობა. ჩვენ კი რუსეთი და მისი სამხედრო პოტენციალი სათანადოდ უნდა შეაფასოთ, რადგან რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მასობრივ ტანჯვას იწვევს.

ჩვენ გამუდმებით ვხედავთ უკრაინაში სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი ვადით გავუწიოთ. ასევე, უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა. ამ ომს მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩრდილოეთ აფრიკიდან - ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე - ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები