დევიდ კრამერი - ძალიან შემაშფოთებელია რაც ხდება საქართველოში იმ რიტორიკის ჩათვლით, რომელიც ვრცელდება "ქართული ოცნების" მიერ

შემაშფოთებელია, რომ თავდასხმები ხორციელდება "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა  განაცხადა. 

მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ივანიშვილის რიტორიკა უახლოვდება პუტინის რიტორიკას. 

"ვეთანხმები ელჩი დეგნანის შეფასებას, რომ საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს. სწორედ ამგვარ ნარატივს ავრცელებს რუსეთის ლიდერი პუტინი. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, ბატონი ივანიშვილიც ამ ნარატივს უახლოვდება. 

შესაბამისად, ძალიან შემაშფოთებელია, რაც ხდება საქართველოში  იმ რიტორიკის ჩათვლით, რომელიც ვრცელდება "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. თავს ესხმიან სენატორ შაჰინს, ასევე ფიქსირდება თავდასხმები დეგნანის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ეს არის თავდასხმები რომლებიც ხორციელდება "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელმაც გაუწია იმაზე მეტი დახმარება საქართველოს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფომ მსოფლიოში“, - განაცხადა კრამერმა. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული აშშ-მ მოახდინოს თავისი უკმაყოფილების რაიმე ფორმით დემონსტრირება.

"ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია და  გარკვეულ მომენტში აშშ-ის მთავრობამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობის არასწორი მიმართულების გამო უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, რომ მოახდინოს თავისი უკმაყოფილების დემონსტრირება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან  ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა. კვლევების მიხედვით, ქართველი ხალხი ძალიან პროდასავლურ განწყობას ინარჩუნებს, თუმცა მთავრობა როგორც ჩანს,  სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთთან დაკავშირებითაც იგივეს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პუტინი და რუსი ხალხი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს იგივეს თქმა მიწევს საქართველოსთან მიმართებითაც,  რომ დღეს უნდა გავმიჯნოთ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები