დევიდ კრამერი - მე მგონი ეს რიტორიკა და ქცევა გაგრძელდება თუ არ შემოვიღებთ სანქციებს

ჩემთვის ძალიან დიდი გულისტკივილია, როცა ვამბობ, რომ საქართველოში უნდა დავაწესოთ კონკრეტული, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც არ არის მიმართული ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა განაცხადა.

"მე მინდა ძალიან კარგად განვმარტო, თუ რას ვგულისხმობ. მე არ ვგულისხმობ სანქციებს ქართველი ხალხზე, მე არ ვგულისხმობ სანქციებს სახელმწიფოზე. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კონკრეტულ, მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ სანქციებს ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს არასწორი მიმართულებით მიუძღვებიან. ეს დაიწყება ბატონი ივანიშვილისგან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ აკისრია ოფიციალური როლი მთავრობაში ან პარტიაში, არის ის ადამიანი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს და სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, თუმცა ნამდვილად დავიწყებდი ამ ყველაფერს ივანიშვილით. 

ჩემთვის ძალიან დიდი გულისტკივილია, როცა ვამბობ, რომ საქართველოში უნდა დავაწესოთ კონკრეტული, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც არ არის მიმართული ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამჟამინდელ სირთულეებზე და მე მგონი ეს რიტორიკა და ქცევა გაგრძელდება თუ არ შემოვიღებთ ამ სანქციებს და შეწყდება მხოლოდ და მხოლოდ სანქციების დაწესების შემდეგ.

ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით. მიზანმიმართული სანქციებით მე ვფიქრობ, არის შესაძლებლობა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას", - განაცხადა კრამერმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები