პაატა მანჯგალაძე - იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ

იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა.

"ირაკლი კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის კანონმდებლობის კოპირება სხვადასხვა შედეგს იძლევა. შესაბამისად, უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ. რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის უნდა განვიხილოთ. არგუმენტი რომ დეკემბერში უნდა დავასრულოთ, ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან როგორც პარტნიორები გვეუბნებიან, საბოლოო შეფასება წლის ბოლომდე არ იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები