მამუკა მამულაშვილი - დღეს საქართველო ფაქტობრივად, გარიყულია დასავლური სამყაროდან

ჩემი ჩართულობა  ამ კონფერენციაში იმან განაპირობა,  რომ  უნდოდათ მოესმინათ სწორედ ის პარალელები, რამდენად დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ მხარი უკრაინას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საქართველოსთვის, -  ამის შესახებ უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა  განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიკას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს. 

მამულაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებულ პროცესებზე დღეს დასავლელი პარტნიორები უფრო წუხან, ვიდრე საქართველოს მთავრობა. 

"მთლიანობაში რა კურსს ადგას დღეს საქართველო,  უკვე  აშკარაა ჩვენი პარტნიორებისთვის.  ისინი ბევრად უფრო წუხან  მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე საქართველოს მთავრობა. გამოკვეთილია უკვე მთავრობის  პრორუსული გზა და არა ხალხის არჩევანი. 

სამწუხაროდ, საქართველო გამქრალია იმ რადარებიდან, რომელზეც არსებობდა ამ რეფორმების პერიოდში.  დღეს საქართველო ფაქტობრივად, გარიყულია დასავლური სამყაროდან,  რაც მეც და საქართველოს ბევრ მეგობარს აწუხებს.უკრაინა მიმდინარე პროცესებში ქართველების მონაწილეობამ  აჩვენა სწორედ ქართველი ხალხის ნება და ის, თუ რა გზით უნდათ ქართველებს თავიანთი პოლიტიკის  წარმართვა.  მე მგონი,  ინტერესიც იმიტომ გამოიწვია ჩემმა ჩართულობამ  ამ კონფერენციაში, რომ  უნდოდათ,  მოესმინათ სწორედ ის პარალელები, რამდენად დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ მხარი უკრაინას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საქართველოსთვის,  პირველ რიგში, არა მარტო უკრაინისთვის“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები