ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკური გავლენით ვაღიარებ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს

პარტიის მართვაში კეზერაშვილი იქნება ეს თუ მერაბიშვილი,  ვერ ჩამერევა ვერავინ, გარდა პარტიისა, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობა". პოლიტიკური გავლენით ვაღიარებ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს მიხეილ საკაშვილი, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი მხარს ძლიერ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს. 

"ამას როგორ ვიკადრებ, კაცი უმძიმეს მდგომარეობაშია და ვთქვა, რომ მხარს მიჭერს? მიშა სააკაშვილი, დარწმუნებული ვარ, მხარს უჭერს გაძლიერებულ "ნაციონალურ მოძრაობას", ერთობას უჭერს მხარს“, - განაცხადა ხაბეიშვიილმა.

მისი თქმით, პარტიის საქმიანობაში უნდა მონაწილეობდეს ლევან ვარშალომიძეც და ყველა ის ადამიანი,  ვინც დისტანცირებულია პარტიის მმართველობიდან. 

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და პოლიტსაბჭოს საკითხებს არ უთანხმებს. 

"პოლიტსაბჭოს საერთოდ არ კითხა როცა რიგგარეშე არჩევნები დააანონსა. არც მას შემდეგ შეუკრებია პოლიტსაბჭო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, არაეფექტური იყო აქციების მართვის მელიასეული სტილიც.  

"ბიძინა ივანიშვილს 40 ათასი მოსეირნე კაცის არ ეშინია, ბიძინა ივანიშვილს 40 ათასი გაბრაზებული კაცის ეშინია. ეს ვნახეთ ჩვენ 20 ივნისს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები