გერმანელებმა "ფიფას" გადაწყვეტილება გააპროტესტეს

ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე, ერთმანეთს გერმანიის და იაპონიის ეროვნული გუნდები უპირისპირდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე, გუნდური ფოტოს გადაღების დროს, გერმანელმა მოთამაშეებმა სახეზე ხელი აიფარეს და ამით გააპროტესტეს "ფიფას" გადაწყვეტილება, აკრძალულიყო LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურით გამოსვლა მოედანზე.

სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელიც ღიად აკრიტიკებს "ფიფას" და ყატარს მუნდიალზე შემოღებული აკრძალვებისთვის.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი